გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია: „სამსახურის მიღმა არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება“
10-01-2019, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მუხროვანში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური მცდარს უწოდებს.

 


გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც ერთი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლება არ იგეგმება, სტრუქტურული ცვლილება კი თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში ხორციელდება: „პროცესი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. საკითხები ნატოს ექსპერტთა ჯგუფთან და საქართველოში არსებული ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფთან ერთად განვიხილეთ და იმ სტანდარტებთან მივედით, რაც მიღებულია ნატოს წევრ ქვეყნებში. არც ერთ შემთხვევაში, სამსახურს არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ტოვებს. კადრების განკარგულებაში არავინ იმყოფება და ხვალიდან ყველა იქნება გადანაწილებული თანამდებობებზე“, - განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა.

 


გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაის განცხადებით, ტრანსფორმაციის პროცესი თავდაცვის მინისტრის პოლიტიკის ნაწილია და ის სპეციალური ოპერაციების ძალებსაც ეხება, რაც მიზნად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას ისახავს. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი