ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ პარტიული დიქტატურაა და ისჯება ყველა, ვინც კი მათი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო აზრს გამოხატავს.
„ის რომ პარტიაში იყო შიდა დაპირისპირება, ეს ყველასთვის იყო ცნობილი, მაგრამ ის დამთავრდა ლოგიკური შედეგით, ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება და დღეს ვხედავთ აი, ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გამოთქვეს თავიანთი დამოკიდებულება იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არ ემთხვეოდა ბიძინა ივანიშვილის აზრს. აი, ეს არის პირველი და რეალური შედეგი და ეს არის ასევე საჩვენებელი სხვებისათვის, რომ ყველა, ვინც გადადგამს ასეთ საწინააღმდეგო ნაბიჯს, ის იქნება დასჯილი. ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს პარტიული დიქტატურა“, განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.