მანანა კობახიძე: ზედმეტი აგრესია, ზედმეტი აჟიოტაჟი, აწყობს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას და ეს შესაძლებელია იყოს საფრთხის შემცველი"
16-07-2015, 07:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე სპიკერი, მანანა კობახიძე სოფლების ხურვალეთისა და წითელუბნის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ზედმეტი აგრესია, ზედმეტი აჟიოტაჟი, აწყობს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას და ეს შესაძლებელია იყოს საფრთხის შემცველი".


,,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავრობა და პარლამენტი ძალიან ინტენსიურად მუშაობს. გაცხადებულ იქნა, რომ ეს არის სამწუხაროდ ის პროვოკაცია, რომელიც ძალიან უნდა და აწყობს რუსეთის ხელისუფლებას, რაზეც არამც და არამც არ უნდა წამოვეგოთ და ძალიან ფრთხილად მივუდგეთ ასეთ საკითხებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ბრიუსელი, ვაშინგტონი, ევროკავშირი, გაერო და ჩვენი მოკავშირე ქვეყნები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საკითხზე რეაგირების თავლსაზრისით. პარლამენტი მუშაობს ამ თემაზე და მომავალ კვირაში აუცილებლად მომზადდება ის დოკუმენტი, რომელზეც ერთობლივად იმუშავებენ საგარეო საქმეთა კომიტეტი, ევროინტეგრაციის, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი. ჩვენ მოვისმენთ ყველა ინფორმაციას შესაბამისი უწყებიდან და უნდა მივიღოთ შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც იქნება საქმიანი და არა რამე ურაპატრიოტიზმზე აგებული. სამწუხაროდ, ზედმეტი აგრესია, ზედმეტი აჟიოტაჟი, აწყობს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას და ეს შესაძლებელია იყოს საფრთხის შემცველი. ჩვენ ვიცით 2008 წელი, ის აგრესია რომელსაც რუსეთი ძალიან კარგად განახორციელებს, ამიტომ გვინდა ძალიან ფრთხილი და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა. ის, რომ რუსეთი არღვევს სისტემატურად საერთაშორისო ხელშეკრულებებს და არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ,,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმებას, არაერთგზის გაცხადებულა. ჩვენი ზრუნვის და წუხილის საგანი ეს არის, რომ რუსეთმა თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი