ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს მოკავშირეებთან, რომ „ბოლო ირანული ჩექმა გააძევოს“ სირიიდან, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ქაიროში, სამი კვირის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკული საჯარისო ნაწილები სირიიდან სრულად გამოვლენ - გადაწყვეტილება, რამაც შოკში ჩააგდო აშშ-ის მოკავშირეები და ვაშინგტონშიც მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, როგორც ტრამპის ოპონენტებში, ისე მის თანაგუნდელებშიც და ამის მაგალითი თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება იყო.
პომპეომ ასევე გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა, განაცხადა რა, რომ მან „საშინელი გადაწყვეტილება“ მიიღო.
ტრამპის მოულოდნელი განცხადების შემდეგ მოკავშირეების დაშოშმინების მცდელობისას პომპეომ თქვა: „ამერიკა უკან არ დაიხევს მანამ, სანამ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა არ დასრულდება. ჩვენ დაუღალავად ვიბრძოლებთ თქვენს გვერდით, რომ დავამარცხოთ „ისლამური სახელმწიფო“, ალ-ყაიდა და სხვა ჯიჰადისტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს და თქვენს უსაფრთხოებას“.
მან აღნიშნა, რომ აშშ „სიკეთის ძალაა“ ახლო აღმოსავლეთში და „სადაც ამერიკის უკან დახევას აქვს ადგილი, იქ ამას ქაოსი მოჰყვება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.