ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის 10 იანვარს გავრცელებულ განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ სავარაუდოდ, „კობახიძემ თავისი ციტატები შეაგროვა, დაწერა და ბიძინა ივანიშვილს ხელი მოაწერინა“, ხოლო ივანიშვილმა ამ განცხადებით „გადააგდო ყველა ის ადამიანი, რომელმაც მეორე ტურში უზრუნველყო მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე“.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ კობახიძემ თავისი ციტატები შეაგროვა, დაწერა და ბიძინა ივანიშვილს ხელი მოაწერინა. ბიძინა ივანიშვილს დღემდე კიდევ ჰქონდა იმის შანსი და იმის კომფორტი, რომ ამ ყოვლად წარმოუდგენელი მანკიერი პროცესიდან, რაც მიმდინარეობს ავგიას თავლაში, ანუ იუსტიციის საბჭოში, დისტანცირება მოეხდინა და პასუხისმგებლობა დაეკისრებინა ამ კობახიძის ჯგუფისთვის. დღემდე მას ამის შანსი ჰქონდა. დღეს მან თქვა, რომ არა, ეს ჩემი პროცესია - მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები და ეს იუსტიციის საბჭო არიან ჩემი საყვარელი შვილები. კი, ბატონო, ესენი არიან მისი საყვარელი შვილები?! აი, ამ შვილებით მოიგოს არჩევნები მომავალში. მან დღევანდელი განცხადებით ფაქტობრივად გადააგდო, ბოდიშით ამ სიტყვაზე, ყველა ის ადამიანი, რომელმაც მეორე ტურში უზრუნველყო მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე“, განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.