ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სამედიცინო ჯგუფთან და სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფთან ერთად გეგმიურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.
სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს მართვის ცენტრთან და მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მოქმედების დახვეწა, ასევე კრიტიკულ სიტუაციაში ინციდენტის ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწავლების დროს სამხედროებს პირობითად დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოუწიათ, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სახმელეთო სამედიცინო ევაკუაციაც განახორციელა.
წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.
II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.