„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინაგეგიძე, განცხადებას ავრცელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.
„გუშინ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწერილ შემოთავაზებაში, გაჩნდა გარკვეული იმედის მომცემი კონტურები უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც 9 იანვრის ჩემი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებულ მიმართვაში ვსაუბრობდი, საჭიროა, პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინოს პროცესის მართვის მისეული ხედვა. თუმცა, წარმოდგენილი ხედვა არასაკმარისია, რადგან პროცესი არ უნდა დაიწყოს არც მიქაუტაძესთან კონსულტაციებითა და შეხვედრებით და არც მეთოფიშვილის ტრაქტატების ფონზე. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა მოხდეს პროცესის დაწყება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფერადებით; ვერ გაფერადდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან არაჯანსაღი პროცესები სწორედ მანდედან დაიწყო; არაჯანსაღი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის შედგენა, არაჯანსაღად მოხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ამ სიის გატანა და არაჯანსაღი პროცედურით მოხდა პარლამენტში ამ სიის შემოტანა. თუმცა, ჩვენ შევძელით და შევაჩერეთ ეს პროცესი.
აუცილებელია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და პროგრესული, ამიტომ, მე, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, მივმართავ პარტიის თავმჯდომარეს, შეკრიბოს პოლიტსაბჭო, რადგან ყველამ ერთად ვიმსჯელოთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც ბევრად მკვეთრი იქნება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ამ ნეგატიურ ფონზე საზოგადოებაში გაჩნდება ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.