წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ოფშკვითში, ეკომიგრანტების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
12-01-2019, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ ოფშკვითში, ეკომიგრანტების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შეხვდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაცნობის შემდეგ მერმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. გაირკვა, რომ აქ მცხოვრები 15 ოჯახი ითხოვს მინი სპორტული მოედნისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობას, მათთვის მნიშვნელოვანია ასევე, შიდა გზისა და გარე განათების ქსელის მოწესრიგება.

 


„ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის პირველი პირი დღეს ადგილზე გაეცნო ჩვენს პრობლემებს, მოგვისმინა და დახმარებას დაგვპირდა, ძალიან მახარებს. იმედი მაქვს ბევრი რამ ჩვენს დასახლებაში სასიკეთოდ შეიცვლება“, განაცხადა ოფშკვითის მკვიდრმა ირმა ფუტკარაძემ.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს პრიორიტეტების გამოვლენისა და განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით განაგრძობს.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი