ადოლფ ჰიტლერის სიკვდილზე არაერთი თეორია არსებობს. ზოგი ირწმუნება, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით კი არ დაასრულა, არამედ გაიქცა და თავისი სიკვდილით მოკვდა. მაგრამ „ეფ-ეს-ბეს“ არქივში მასზე ყველა მონაცემი ინახება.
როგორც რუსული გამოცემა „politexpert“-ი წერს, სრულიად საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს ლავრენტი ბერიას გაეგზავნა, ჰიტლერისა და გებელსის ცხედრების სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის აქტია მოცემული.
„politexpert“-ის თანახმად, დოკუმენტები და ფოტოები ადასტურებს გერმანელი დიქტატორის თვითმკვლელობის ვერსიას. ჰიტლერის პირადი სტომატოლოგი ყვება ჰიტლერის ჩასმული კბილების განლაგებაზე. ამ ჩვენებების საფუძველზე არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ გვამი სწორედ მას ეკუთვნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.