დაიღუპა სამი ადამიანი და ათეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო, მათ შორის ზოგიერთმა მძიმე, მას შემდეგ, რაც ორსართულიანი ავტობუსი კანადის დედაქალაქ ოტავაში, უესტბოროს სადგურზე გაჩერებას შეეჯახა. ინციდენტი ადგილობრივი დროით პარასკევს, შუადღის 3:50 საათზე მოხდა.
პარასკევ საღამოს პრესკონფერენციაზე ოტავას მერმა ჯიმ უატსონმა განაცხადა, რომ „საშინელი“ ინციდენტისას ორი მგზავრი და გაჩერებაზე ავტობუსის მომლოდინე ერთი პირი დაიღუპა, 23-მა კი დაზიანებებები მიიღო.
ოტავას საავადმყოფოს განცხადებით, 7 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 9 პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია. არც ერთი პაციენტი არ გადაუყვანიათ ბავშვთა საავადმყოფოში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან.
უატსონის თქმით, მერიის შენობაზე დროშები ნახევრად დაეშვა.

ოტავას პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველაზე მეტი დაზიანებები ავტობუსის მეორე სართულის მარჯვენა მხარეს მჯდომმა მგზავრებმა მიიღეს. ავტობუსის მძღოლი დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
ოტავას პოლიციის უფროსის თქმით, ჯერჯერობით, ვიდრე შესწავლილი არ იქნება ვიდეოები და არ დაიკითხება რაც შეიძლება ბევრი მოწმე, ძალზე ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი.
„ეს ხანგრძლივი გამოძიება იქნება. ჩვენი გამომძიებლები მთელი ღამე, დილამდე იმუშავებენ, რომ სრულად აღწერონ შემთხვევის ადგილი“, განაცხადა ოტავას პოლიციის ხელმძღვანელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.