შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელებმა ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები, სავარაუდოდ რუსი სამხედროები მართლაც დააფიქსირეს, თუმცა ამჯერად მათ ბანერი არ დაუდგამთ.
"რაღაც სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა ბანერი არ დაუდგამთ. როგორც ვიცით, ჩამოხსნეს საქართველოს დროშა, დაკეცეს და წაიღეს. ამ დროისთვის ისინი უკვე იქ აღარ იმყოფებიან და წავიდნენ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.