ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორან „მასპინძელოში“ მოხდა, სადაც, არსებული ინფორმაციით, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ, კობა დვალიშვილმა, პროკურორი და მასთან ერთად მყოფი პირი სცემა.
რესტორნის მფლობელები ყვებიან, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება რესტორნის ტერიტორიაზე არ მომხდარა და ჩხუბი სამართალდამცველებს შორის, გარე პერიმეტრზე დაიწყო.
„რესტორანში სუფრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე და პროკურატურის წარმომადგენლები, სადაც მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ერთმანეთის მიმართ და იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს, რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა ამ მიმართულებით და ძალოვანი უწყებები დაკავებულები უნდა იყვნენ კრიმინალთან ბრძოლით და ამ ფაქტების გახსნით, ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არიან ისინი დაკავებული და ეს ნათლად მიუთითებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია დღეს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ჩაფლული“, განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ.
ინციდენტში მონაწილე ძალოვანებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის მუხლით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.