„ქრთული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ სპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, საკუთარ ფეიქბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
„იმედგაცრუებული ვარ პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედებით და იმ შემოთავაზებული სცენარით, რომელიც მოსამართლეების სიას უკავშირდება. მან ვერ შეძლო პროგრესული და ღია პროცესის შექმნა, თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო.“
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ, მოსამართლეთა არჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ პარლამენტიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის გაწვევა, „იურიდიულად შეუძლებელია“, თუმცა დაამატა, რომ ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.