მიხეილ სააკაშვილი - „ჩემს შვილს ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა, მაგრამ ათასობით სხვა პაციენტს არ ჰქონდა ასეთი შესაძლებლობა“
13-01-2019, 23:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს „მთავრობას ამდენი დღე დასჭირდა ტამიფლუს პრეპარატის ჩამოსატანად... „განვითარებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0,02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%-ს“.

 

 

„ჩემი შვილი ნიკუშა იყო აქ [ნიუ იორკში] ჩემთან ერთად, მაგრამ ვერასოდეს ვერ ძლებს საქართველოს გარეშე და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ეპიდემია იყო, მაინც წავიდა, დაკრა ფეხი, წავიდა სახლში და მე-3 თუ მე-4 დღეს დაემართა ეს გრიპი [H1N1]. კიდევ კარგი, ახლა კარგად არის, მაგრამ გამოჯანმრთელდა იმის ხარჯზე, რომ, ტამიფლუ მაშინ არ იყო ქალაქში, და ჩვენმა ნაცნობმა და ძალიან მაგარმა ექმიმმა და კარგმა ადამიანმა თავისი მარაგებიდან გამოგვიყო ეს წამალი, თან გვითხრა, რომ ეგრევე მიგვეღო, სანამ დიაგნოზი დაგვესმებოდა, მაგრამ, ნუ, ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რომ გვყავდა ასეთი მეგობრები. უამრავ ქართველს, რომელსაც ჰქონდა დაავადება, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ჰქონდა ეს წამლები. წამლები შემოვიდა მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც არის სრული იდიოტიზმი. ისევე როგორც ჩემს შვილს დიაგნოზი დაუსვა ლუგარის ლაბორატორიამ. კიდევ კარგი რომ ასეთი ლაბორატორია არსებობს საქართველოში და რუსმა აგენტებმა დაიწყეს ამ ლაბორატორიაზე რაღაცების დაბრალება, არადა უფრო სწრაფად დასვეს დიაგნოზი, ვიდრე ამერიკაში სვამენ ასეთი ლაბორატორიები დიაგნოზს, მაგრამ ჩემს მეგობარს გუშინ მაგალითად, გამოიძახა სხვა ქართული ლაბორატორია და უთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ და ვერ დაუსვეს დიაგნოზი და ახლა ფილტვების ანთებით მოხვდა საავადმყოფოში. ერთი სიტყვით, ეს არის, როცა ქვეყანას არ ჰყავს მთავრობა. ჩემ დროს, ჯერ ერთი იქნებოდა მარაგი და თუ არ იქნებოდა, გავაგზავნიდი თვითმფრინავს რომელიმე მეგობრულ ქვეყანაში და ჩამოვიტანდით რამდენიმე საათში. ამათ დაჭირდათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენიმე კვირა. და უმოქმედობა, უუნარობა და ოცნება კლავს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი გაკვეთილი იმისა, რომ ქვეყნის ჩამოშლას აქვს კონკრეტული ფასი თითოეული ადამინისათვის. სიკვდილიანობა ამ გრიპიდან ამერიკაში არის, შეგიძლიათ დაგუგლოთ, 0.02 პროცენტი. საქართველოში 220 დასმული დიაგნოზიდან, გუშინდელი მდგომარეობით, დაღუპული იყო 14 ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ბევრად მაღალი პროცენტი, ვიდრე შეიძლება იყოს დასაშვები ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, საჭიროა მოქმედება, რომ მომავალში ასეთი რაღაცები გამოირიცხოს“, აცხადებს სააკაშვილი ნიუ იორკის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ჩაწერილ და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, რომელსაც განსხვავებული ტექსტური ვარიანტიც ახლავს თან. (იხილეთ დაბლა).

 

 



კომენტარები: 2
#2   Zoro
      
საცოდავი ისე დაბრიდეს რომ ტრამპ - ტაუერის აშენებას ვერ მოესწრო...
14 იანვარი 2019 09:58
#1   რომანი
      
კი მარა ამხელა კაცმა ისეთი ტყუილი მაინც თქვი რომ შნი არსებობის ტყუილებში გაგვიკვირდეს!! ჯერ ეს ერთი შენ რომელი ექიმი ხარ და რომელი ანალიზატორი და მეორეც ის -ასე რამ გაგაჭიორვა რომ გაჩუქეს !! ამხელა კაცი ხარ და როდის უნდა დასერიოზულდე ან რა გინდა ქართველ ერის საქმესი რომ ერევი!!
13 იანვარი 2019 14:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი