საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
14-01-2019, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იბრაჰიმ აბდულაზიზ ალ-ასაფს.

 


რწმუნებათა სიგელების გადაცემის დროს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და საუდის არაბეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, რის დასტურსაც წარმოადგენს მიმდინარე წლის 16-18 იანვრისათვის დაგეგმილი, მაჯლის ალ-შურას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ვიზიტი ქ. თბილისში.

 


საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ქ. თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას და გამოხატა იმედი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

 


თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და გამოთქვა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზადყოფნა. ასევე,საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი საუდის არაბეთის მოქალაქეთა დიდ დაინტერესებას, რაც გამოიხატება საუდელ ტურისტთა რაოდენობის რეგულარულ ზრდაში.

 


ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი