ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მას 7 წლის განმავლობაში გუნდურობის პრინციპისთვის არ უღალატია, არასოდეს უჭორავია და გამოუტანია გარეთ ინფორმაცია და ამგვარად, „არავისგან ესწავლება თუ რა არის გუნდურობის პრინციპი“
14-01-2019, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკა ბესელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის განხილვა შეჩერდა. მან აღნიშნა, რომ ეს სია ვერ იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერლი, „ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების შეტანა“.

 


ბესელიას განცხადებით, ახლა მეორე ეტაპი იწყება და მისი თქმით, ვინც „სააკაშვილის სასტიკ, ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ“, არ და ვერ უნდა მოხვდნენ მოსმართლეთა განახლებულ სიაში.

 


მისი თქმით, „ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება საკითხები“ და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტი.

 


ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას 7 წლის განმავლობაში გუნდურობის პრინციპისთვის არ უღალატია, არასოდეს არ უჭორავია და არ გამოუტანია გარეთ ინფორმაცია და ამგვარად, „არავისგან ესწავლება თუ რა არის გუნდურობის პრინციპი“. მან მისი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაამართლა და დასძინა, რომ მას ტყუილის თქმა არ შეეძლო და თანამდებობიდან წავიდა იმიტომ, რომ „დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა“.

 


ბესელიამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას, კოლეგებთან ერთად იწყებს შეხვედრებს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და დაელაპარაკება ყველა ჯგუფს, რომელიც კანონის ცვლილებებით არის დაინტერესებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი