იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასულმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, არის მეასეხარისხოვანი და მისი საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით.
„პირდაპირ ვამბობ, მუდმივად ეს კითხვები, წახვალთ, დარჩებით, კიდევ უფრო მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, ეს ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი ჩემთვის. ეს ყველაფერი არის უმნიშვნელო იმასთან შედარებით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა. პირადად ჩემი გაწყვეტილება ამ უმრავლესობაში დარჩენის, დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც მიიღებს გადწყვეტილებას და ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან“, განაცხადა ეკა ბესელიამ და დაამატა, რომ მის თანაგუნდელებთან ერთად განაგრძობს ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანას დაუტოვოს „გამართული, ჯანსაღი, დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება, რომელიც არის გარანტი დემოკრატიის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.