„მე არასოდეს არ ვიხევ უკან და არც ახლა არ ვაპირებ უკან დახევას“ - ბესელია ივანიშვილის შეფასებას არ ეთანხმება
14-01-2019, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე არასოდეს არ ვიხევ უკან. არ მჩვევია შუა გზაზე გაჩერება და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა ჩემი საჯარო აქტიურობის, 17 წლის ასაკიდან დაწყებული, როდესაც მე როდესმე, ყველაზე უფრო კრიტიკულ სიტუაციაში უკან დამეხიოს, არც ახლა არ ვაპირებ უკან დახევას“, განაცხადა დღეავნდელ ბრიფინგზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასულმა ეკა ბესელიამ, თუმცა დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილთან „საჯარო დაპირისპირებას“ არ აპირებს.

 


„ჩემი პროფესიული, საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის პროფესიული ეთიკაც, არასოდეს არ მაძლევდა იმის უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი და მათ შორის ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი. მე არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები თუ ღია კონფლიქტები თუ დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ფორმა და ის მაღალი პოლიტიკური კულტურა ან ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსს ან რომელიმე პოლიტიკურ პროცესს რაიმეს შემატებს. მაგრამ, არასოდეს არ მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც, როდესაც ეს პოზიცია მქონდა და მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე“, განაცხადა ბესელიამ და დაამატა, რომ მის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატულ კრიტიკას არ ეთანხმება“.

 


„არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რომელიც ეხება კონკრეტულ გარემოებას თუ შეფასებას ჩემთან დაკავშირებით. ის არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი. მე არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე და ის იყო არჩეული პირველ მოადგილედ იმიტომ, რომ ეს საკითხი იყო ბევრად უფრო ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც [ბიძინა ივანიშვილთან]. ასევე კომიტეტის სხდომის ჩატარებამდეც მქონდა საუბარი რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარესთან, განსხვავებულ მოსაზრებაზე დავრჩით, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივაა დაასახელოს პირველი მოადგილე. მაშინ, როდესაც ბატონი ზარდიაშვილი დასახელდა პირველ მოადგილედ, გუნდთან ეს კონსულტაციები არ გავლილა და ჩემი მოსაზრება მაშინ არ უკითხავთ“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 


დღეს გამართულ ბრიფინგზე მან ასევე თქვა, რომ მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, არის მეასეხარისხოვანი და მისი საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით.

 


„პირდაპირ ვამბობ, მუდმივად ეს კითხვები, წახვალთ, დარჩებით, კიდევ უფრო მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, ეს ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი ჩემთვის. ეს ყველაფერი არის უმნიშვნელო იმასთან შედარებით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა. პირადად ჩემი გაწყვეტილება ამ უმრავლესობაში დარჩენის, დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც მიიღებს გადწყვეტილებას და ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან“, განაცხადა ეკა ბესელიამ და დაამატა, რომ მის თანაგუნდელებთან ერთად განაგრძობს ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანას დაუტოვოს „გამართული, ჯანსაღი, დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება, რომელიც არის გარანტი დემოკრატიის“.

 


ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის განხილვა შეჩერდა. მან აღნიშნა, რომ ეს სია ვერ იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერლი, „ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების შეტანა“.

 


ბესელიას განცხადებით, ახლა მეორე ეტაპი იწყება და მისი თქმით, ვინც „სააკაშვილის სასტიკ, ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ“, არ და ვერ უნდა მოხვდნენ მოსმართლეთა განახლებულ სიაში.

 


მისი თქმით, „ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება საკითხები“ და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტი.

 


ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას 7 წლის განმავლობაში გუნდურობის პრინციპისთვის არ უღალატია, არასოდეს არ უჭორავია და არ გამოუტანია გარეთ ინფორმაცია და ამგვარად, „არავისგან ესწავლება თუ რა არის გუნდურობის პრინციპი“. მან მისი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაამართლა და დასძინა, რომ მას ტყუილის თქმა არ შეეძლო და თანამდებობიდან წავიდა იმიტომ, რომ „დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა“.

 


ბესელიამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას, კოლეგებთან ერთად იწყებს შეხვედრებს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და დაელაპარაკება ყველა ჯგუფს, რომელიც კანონის ცვლილებებით არის დაინტერესებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი