ზვიად კვაჭანტირაძე: არ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ როცა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობაში შედიხარ, გექმნება დეჟავიუ საბჭოთა ეპოქასთან?
16-07-2015, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, ის რაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის დერეფნებში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს განცხადება დეპუტატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2014 წლის ანგარიშს იხილავენ.


"შენობის ბედი გაღელვებთ თუ არა? არ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ როცა შენობაში შედიხარ გექმნება დეჟავიუ საბჭოთა ეპოქასთან? ის, რაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის დერეფნებში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბოდიში ამაზე ამ ტრიბუნიდან რომ ვლაპარაკობ, მაგრამ თანამშრომელთა შრომითი პირობებიდან დაწყებული საზოგადოებრივი ტუალეტების მდგომარეობით დამთავრებული... შენობაში გაურკვეველი სუნი დგას. ეს არის აუტანელი და აბსოლუტურად მოუთმენელი რამ, რასაც ყურადღება მაქსიმალურად უნდა მიექცეს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


დეპუტატი იმითაც დაინტერესდა, თუ "როდის ეშველება "მეორე არხს", როდის მიეცემა ფუნქციონირებისთვის სათანადო პირობები, როცა ერთ ოთახში არ იქნება შეყუჟული".


ანგარიში პარლამენტის წევრებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ გააცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი