ლიეტუვის რესპუბლიკის ქალაქ შაკიაის დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ეწვია
14-01-2019, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

5-11 იანვარს ლიეტუვის რესპუბლიკის ქალაქ შაკიაის დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შაკიაისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს შორის.

 

 

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში.

 


მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე, დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, შაკიაის მერი ედგარას პილიპაიტისი, ლიეტუვის პარლამენტის წევრი ირენა ჰაასე და საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. ვიდას კავალიაუსკასი.

 


ვიზიტის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ლიეტუვის სახელმწიფოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადო მოღვაწის, ეროვნული ჰიმნის ტექსტისა და მუსიკის ავტორის ვინცას კუდირკასის საფლავი, მოინახულეს სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი, სპორტული კომპლექსი და ა.შ. გაიმართა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან და განხილული იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები. ასევე განხილული იქნა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობის შესაძლო ვარიანტები და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები.

 


ლიეტუვის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს. შაკიაის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი მუნიციპალიტეტია, რომელთანაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი