ირანის დედაქალაქ თეირანის სიახლოვეს სატვირთო „ბოინგ 707“ დაფრენის მცდელობისას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ასცდა და აეროპორტის კედელს დაეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 16 ადამიანიდან 15 დაიღუპა და მხოლოდ ერთი პირი - ინჟინერი გადარჩა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინციდენტი, რომელიც სავარაუდოდ ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია, თეირანის დასავლეთით 40 კილომეტრში მდებარე ფათჰის აეროპორტში მოხდა. სატვირთო თვითმფრინავი აეროპორტის საცხოვრებელ რაიონთან გამყოფ კედელს გამოედო და საცხოვრებელ სახლში შევარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის ადგილას ნაპოვნია „შავი ყუთის“ ჩანაწერი.
არმიის წარმომადგენელმა სახელმწიფო ტელევიზიას დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი ირანს ეკუთვნოდა და ბორტზე მყოფთაგან ყველა ირანის მოქალაქე იყო.
სატვირთო თვითმფრინავს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკიდან ხორცი გადაჰქონდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.