პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი, რომელიც საქველმქომედო ღონისძიებაზე ცივი იარაღით დაჭრეს, მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
53 წლის პაველ ადამოვიჩს კვირას სცენაზე გამოსვლისას ასეულობით ადამიანის თვალწინ დაესხნენ თავს. წარსულში ნასამართლევმა 27 წლის თავდამსხმელმა მას მუცლის არეში სერიოზული ჭრილობები მიაყენა. იგი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
თავმდასხმელი მალევე დააკავეს. იგი გაჰყვიროდა, რომ წინა მთავრობის დროს ციხეში უკანონოდ ჩასვეს და აწამეს, მმართველი პარტიის წევრი კი სწორედ გდანსკის მერი იყო.
ადამოვიჩი გდანსკიდან იყო და იგი ქალაქის მერის პოსტს 20 წლის განმავლობაში, 1998 წლის შემდეგ იკავებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.