საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვია
15-01-2019, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის ორ წარმომადგენელთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვია.

 


იგი საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირ ირიციანს, საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.

 


შეხვედრისას, საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა რელიგიური ტოლერანტობის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობა შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დამსწრეებს საშობაო და საახალწლო დღესასწაულები, ასევე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

 


სომხური ეპარქიის წინამძღვარმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქართველოს რელიგიურ საქმეთა სააგენტოს მიერ დაბეჭდილი რუკები და კალენდარი აჩუქა.

 


ინფორმაციას ახალქალაქის საკრებულო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი