წყალტუბოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს
15-01-2019, 10:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე წყალტუბოში განსაკუთრებულად აღინიშნა. ეროვნულ დღესასწაულში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ები, ჩოხოსნები, მოსწავლე-ახალგაზრდობა და რიგითი წყალტუბოელები მონაწილეობდნენ.

 


მსვლელობა მუნიციპალიტეტის მერიიდან დაიწყო და საკონცერტო დარბაზ „ივერიასთან“ დასრულდა, სადაც მოეწყო თემატური გამოფენა.

 


სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო კონცერტი გაიმართა. ფოლკლორული ანსამბლის „ნადურის“ მიერ შესრულებული ეროვნული ჰიმნის შემდეგ წყალტუბოელებსა და სრულიად საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიულოცა.

 


„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება - დროშის, რომელიც სიმბოლოა ქართველთა გაუტეხელი სულისა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა, რომლის დასაცავად საუკუნეების განმავლობაში თავს სწირავდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები, რომელსაც სიცოცხლე უყოყმანოდ შესწირეს ჩვენი დროების გმირებმა: გიორგი ანწუხელიძემ და არჩილ ტატუნაშვილმა. საქართველოს დროშაზე ხუთი წითელი ფერის ჯვარია გამოსახული, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს. მჯერა, რომ უფლის მფარველობით ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ დროშით გაერთიანდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ბედნიერებას, ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს“, უთხრა გრიგოლ იოსელიანმა შეკრებილებს.

 


სახელმწიფო დროშის დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით აღინიშნა.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი