საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების წარდგენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა უნდა იყოს სამართლებრივად რეგულირებული, უნდა იცავდეს სამართლებრივი განჭვრეტადობის, ეფექტიანობის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სხვა ძირითად პრინციპებს.
ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რომელიც 5 ძირითად პრინციპს მოიცავს:
1. საკონსუტლაციო ჯგუფის შექმნა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი.
საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრის შემადგენლობით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეირჩევიან შემდეგი წესით: საქართველოს უზენაესი სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წარადგენს 2 წევრს; საქართველოს სახალხო დამცველი - 2 წევრს; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - 2 წევრს; საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს - 1 წევრს;
საკონსულტაციო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას კანდიდატთა შესახებ. საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის.
კანდიდატების შერჩევის პროცედურაში დამატებითი რგოლის, საკონსულტაციო ჯგუფის შემოტანით მინიმუმამდე არის დაყვანილი პროცესის არაკეთილსინდისიერად და სუბიექტურად წარმართვის შესაძლებლობა.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსი ცხადდება ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული სპეციალიზაციების (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) მიხედვით.
3. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი.
პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კანდიდატთა შერჩევის პროცესის სანდოობისაკენ არის მიმართული.
პროცესის მიუკერძოებლად წარმართვის მიზნით საბჭოს მოქმედ წევრს არ უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი.
4. გასაუბრების ღიად ჩატარება
კანდიდატთან გასაუბრება უნდა ჩატარდეს საჯაროდ. იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უნდა უზრუნველყოს გასაუბრების ტრანსლაცია საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ კანდიდატთან გასაუბრების პროცესს და დაუსვან კანდიდატს შეკითხვა.
5. გადაწყეტილების კონსესუსით მიღება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსით, ღია სხდომაზე.
კონსესუსი ყველაზე კარგ საშუალებას წარმოადგენს, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება ისეთ კანდიდატზე, რომელიც ობიექტურად დააკმაყოფილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ პროფესიულ და მორალურ სტანდარტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.