გიგა ბოკერია ხელისუფლების „სამარცხვინოობაზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ „მიუღებელია ზურაბიშვილის პოზიცია, გაიშვიროს ხელი ეკლესიისკენ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ პოზიციაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ"
15-01-2019, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მიუღებელია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, გაიშვიროს ხელი ეკლესიისკენ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ პოზიციაზე. ისინი [ხელისუფლება] არიან ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, გასცენ პასუხი რა პოზიცია აქვთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

 


„თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ ულოცავს უკრაინელ ხალხს ამ მოვლენას [ავტოკეფალიის მინიჭებას], რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენ საერთაშორისო პოზიციებისთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებისთვის და შესაძლოა, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არის ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამიტომ ველი მათ პასუხს. რა არის მათი პოზიცია და რატომ აქვთ ეს პოზიცია და ნუ გაიშვერენ ხელს საქართველოს ეკლესიისკენ. ეს არასწორია ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და ეს არასწორია საღი აზრის თვალსაზრისით.

 

 

„არასწორია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად მძევლის როლში საკუთარი ქვეყნის პოზიციის წარმოჩენა პრაგმატულად, ყოველგვარი პროპაგანდის და მორალის კითხვის გარეშე. აქ მარტო სამარცხვინოობაზე კი არ არის საუბარი - მე მართლა სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ არ აფიქსირებენ პოზიციას - პრაგმატულად დავუსაბუთებთ ხელისუფლების მხრიდან რატომ არის ეს არასწორი და რატომ არის უდიდესი შეცდმომა იმ პროპაგანდისტულ ომში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწარმოებს და ჩვენი საზოგადოება რუსულ აგრესიულ იდეოლოგიასთან, ასე საკითხის დასმა, რომ ჩვენ ვართ მძევლები იმის, რას იზამენ ისინი შემდგომ - ხელისუფლების მხრიდან, ხაზს ვუსვამ“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი