ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მოსამართლეებმა განაჩენი გამოიტანეს კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორენტ გბაგბოს შესახებ, რომლის თანახმადაც იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იტყობინება BBC.
მას ბრალი ედებოდა 2010 წლის სადავო არჩევნების შემდეგ მოყოლილი ძალადობრივი ქმედებებისას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
იგი 2011 წელს საპრეზიდენტო სასახლის ბუნკერში დააპატიმრეს გაეროს და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერილმა სამხედროებმა, რომლებიც მის მოწინააღდეგეს ალასან ოუტარას უჭერდნენ მხარს.
გბაგბო პირველი სახელმწიფოს ყოფილი მეთაური იყო, რომელიც საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წინაშე წარსდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.