დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა ემზადება კენჭისყრისთვის, დაუჭიროს თუ არა მხარი ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეულ „ბრექსიტის“ შეთანხმებას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე.
გადამწყვეტ კენჭისყრამდე პრემიერ მინისტრმა მოუწოდა პოლიტიკოსებს მხარი დაუჭირონ მის გეგმას და არ დააყენონ „ბრიტანელი ხალხი იმედგაწბილების“ რისკის ქვეშ. მაგრამ მოელიან, რომ მეის თანაპარტიელი დეპუტატებიდან ბევრი ოპოზიციური პარტიის პარლამენტარებს შეუერთდება და შეთანხმების წინააღმდეგ მისცემს ხმას და „ბრექსიტის“ დოკუმენტი ჩავარდება.
BBC-ის ცნობით, ხუთდღიანი დებატების ბოლო დღეს, 12:50 საათზე, გრინვიჩის დროით, გენერალური პროკურორი ჯეფრი კოქსი გახსნის და მას ტერეზა მეი დახურავს. კენჭისყრა კი, დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყება.
პრემიერ მინისტრმა პარლამენტის „კონსერვატორ“ რიგით დეპუტატებს ორშაბათს საღამოს საბოლოოდ მიმართა და მოუწოდა მისი „ბრექსიტის“ შეთანხმების მხარდაჭერისაკენ, რომელიც მოიცავს როგორც ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას პირობებით, რომლის საფუძველზეც დატოვებს დიდი ბრიტანეთი ბლოკს, ასევე მასთან მომავალი ურთიერთობების პოლიტიკურ დეკლარაციას.
თემთა პალატაში მეიმ თქვა: „ეს არ არის შესანიშნავი, მაგრამ როდესაც ისტორიის ფურცლები იწერება, ხალხი მზერას მიაპყრობს თავის პარლამენტს და შეეკითხება, ‘შევასრულეთ ქვეყნის მიერ ევროკავშირის დატოვებაზე კენჭისყრა, დავიცავით ჩვენი ეკონომიკა, უსაფრთხოება თუ კავშირი, თუ იმედი გავუწბილეთ ბრიტანელ ხალხს?’“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.