საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრები: ბიძინა გეგიძე, კობა ნაკაიძე და ზაზა პაპუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცესზე ისაუბრეს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ აღნიშნეს, პროცესის სამართლიანობისა და ღიაობისთვის საკონსულტაციო ჯგუფის შექმნაა საჭირო, რომლებიც მოამზადებენ მიუკერძოებელ დასკვნას კანდიდატთა შესახებ, ამასთან, პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე.
„ამ ეტაპისთვის არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და პროგრესულად მიმდინარეობს. საჭიროა საზოგადოებაში გაჩნდეს პროცესის მიმართ ნდობა. მე პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე კონკრეტული წინადადებით, თუ როგორ ვხედავ ამ პროცესს. იქ სამი ძირითადი მიმართულება იყო: ფორმატი, დღის წესრიგი და სივრცეები. ჯერჯერობით, არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და პროგრესულია. ეს ჯერ არ ჩანს. აუცილებელია, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს პროცესის მიმართ ნდობა. ჯერჯერობით, მინიმალური ნდობაც არ არსებობს",- განაცხადა „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.