დუშეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ადგილობრივებთან შეხვედრები დაიწყო. განსახორციელებელ პროექტებს საერთო კრებებზე, თავად მოსახლეობა შეარჩევს.
მიმდინარე წლის 15 იანვარს, დაბა ჟინვალის მოსახლეობას მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ პირადად მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც მათ აღნიშნეს, მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და პირველი რიგის აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდეს. მხარის რწმუნებულმა და დუშთის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე. დაბა ჟინვალის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო პროექტში. შეხვედრაზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტები:
სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა;
ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
საფეხმავლო ბილიკისა და ხიდის კეთილმოწყობა;
საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა;
საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.
პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.