ირაკლი ღარიბაშვილი “France 24″-ს ეთერში (ვიდეო ქართული ტიტრებით)
09-02-2014, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსეთთნ ურთიერთობებში არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას და ეს არის ტერიტორიების ოკუპაცია", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “France 24″-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერმა ვილნიუსის სამიტზე ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს მისცემს.

 


"ჩვენ ერთი თვის წინათ ვილნიუსის სამიტზე მოვახდინეთ ასოცირებული წევრობის შესახებ შეთნხმების პარაფირება. ამ შეთნხმების ხელმოწერა მოგვცემს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს. ევროპული ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოების 95% ამ პროცესს მხარს უჭერს. ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა," – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. მან “France 24″-თან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა რუსეთის მიმართ იქნება ძალიან კონსტრუქციული.

 


"რამდენიმე სიტყვით შევეხები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით ახალმა მთავრობამ რუსეთთან მიმართებით მიდგომა შეცვალა. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობის ნორმალიზებას. რუსეთმა გაგვიხსნა ბაზარი და ჩვენ ახლა შეგვიძლია ქართული პროდუქცია გავყიდოთ რუსულ ბაზარზე, მაგრამ ამავდროულად ბოლო პერიოდში ჩვენ ვაწყდებით ახალ პროვოკაციებს და პრობლემებს საოკუპაციო ხაზზე. რუსებმა დაიწყეს მავრთულხლართების გადმოწევა, რამაც ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. როდესაც ისინი ავლებენ მავთულხლართებს 45 კილომეტრზე, ადგილობრივების ნაწილი რჩება ამ ღობის იქითა მახარეს. ეს კი მათთვის პრობლემაა. ვფიქრობ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ გაუმჯობესებას, როგორიც მაგალითად სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენაა. ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯები და კონსტრუქციული მცდელობები არ ახდენენ გავლენას პოლიტიკურ მხარეზე. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ახალი მთავრობა ვიქნებით ძალიან კონსტრუქციულები," – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მისივე თქმით, საქართველოს კონსტრუქციულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება ის, რასაც რუსეთი საოკუპაციო ხაზზე აკეთებს. "ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება ის, რასაც ისინი საოკუპაციო ხაზზე აკეთებენ. ურთიერთობებში არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას და ეს არის ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზა. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობას ევროკავშირსა და აშშ-სთან. ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის როლი ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი “France 24″-თან ინტერვიუში.

 

                                                          

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი