თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
თათბირს მერის მოადგილე მერაბ სირაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების-მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის საკითხების შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება განახლდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობის საერთო კრებები ჩატარდება, სადაც მოხდება ინიცირებული პროექტების განხილვა და პრიორიტეტულის გამოვლენა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 22 იანვარს იწყება და 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ინფორმაცაის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.