პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის „ბრექსიტის“ გეგმას თემთა პალატაში მხარი არ დაუჭირეს. მის წინაააღმდეგ 432-მა დეპუტატმა (248-მა ლეიბორისტმა), მათ შორის მეის „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა 118-მა აჯანყებულმა დეპუტატმა მისცა ხმა, მხარი კი მხოლოდ 202-მა (196 კნსერვატორმა) დაუჭირა და ეს ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია მოქმედი მთავრობისთვის.
ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ჯერემი კორბინმა მთავრობის ნდობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი დააყენა, რამაც შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამოიწვიოს.
მოელიან, რომ ნდობის გამოცხადების კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება19:00 საათზე, გრინვიჩის დროით.
მარცხი დიდი დარტყმაა ტერეზა მეისათვის, რომელმაც 2 წელზე მეტი მოანდომა ბრიუსელთან „ბრექსიტის“ შეთანხმების მიღწევას, რომლის დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მხარდაჭერის შემდეგაც ქვეყანას 29 მარტს უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი.
29 მარტს ევროკავშირის დატოვება ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას, მაგრამ პარლამენტის მიერ შეთანხმების უარყოფა დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის ფორმას ნაკლებად გარკვეულს ხდის.
კენჭისყრის ჩატარება თავდაპირველად გასული წლის დეკემბერში იყო განსაზღვრული, მაგრამ „კატასტროფული მარცხის“ მოლოდინის გამო გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.