თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს უპასუხისმგებლო კომპანიებმა ვერ გაბედონ ტენდერებში მონაწილეობა, რადგან მისი თქმით, მათი ქმედებები აფერხებს დედაქალაქში მიმდინარე პროექტების დროულად დასრულებას.
აღნიშნულის შესახებ განცხადება კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება.
„სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ისეთი კომპანიები შემორჩენილი, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გვქონდა ასეთი კონკრეტული მაგალითები. მაგალითად, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა 7 თვის განმავლობაში - 50 მეტრის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხდებოდა 7 თვის განმავლობაში. აი, არ ვიცი, კატასტროფაა, კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, ეს უპასუხისმგებლობა და ასეთი კომპანიები არ უნდა იყვნენ ჩვენს გვერდში და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არ ვიცი „შავი სია“ ჰქვია თუ რაც ჰქვია, რომ ვერ გაბედონ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.