კახა კალაძემ მოუწოდა მოადგილეებს, გამგებლებს და თავის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებს მაქსიმალურად შეებრძოლონ კორუფციას, რადგან ამ მიმართულებით „არანაირი უკანდახევა არ იქნება“.
„მინდა მივმართო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შარშანაც, წლის დასაწყისში ვისაუბრეთ ამაზე და ახლა მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენ სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, რომ არანაირი უკანდახევა არ იქნება, თუ იქნება შემჩნეული რაიმე კორუფციის ნიშნები. ვიქნებით უმკაცრესი. ამიტომ ჩემი თხოვნა არის მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ“, განაცხადა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.