თამარ ბერუჩაშვილი: ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ჩვენ გამოვიწვიოთ პროვოკაცია
17-07-2015, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საოკუპაციო ხაზის ე.წ. ნიშნულების გადმოწევასთან დაკავშირებით პირველივე დღიდან ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო საზოგადოებასთან და ყველა ფორმატი, ყველა შესაძლო კონტაქტი გამოყენებულია, – ამის შესაახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა.


“თქვენთვის კარგად არის ცნობილი ყველა ის განცხადებები, რომელიც უკვე გაკეთდა. დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით მინდა განსაკუთრებულად ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას ადგილზე. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ბანერი იმ შინაარსის, რომელიც დგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია კარგად ვიცოდეთ, ემოციები ამ საკითხში არ გამოგვადგება. ეს არის რთული, ხანგრძლივი პროცესი. მას არ აქვს გადაწყვეტის უნივერსალური რეცეპტი, მაგრამ ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ჩვენ გამოვიწვიოთ პროვოკაცია. ეს იქნება დესტაბილიზაციის მომტანი ქვეყნისთვის, რაც ნამდვილად არ სჭირდება საქართველოს”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი