თერჯოლის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2019 წელს სოციალური პროგრამების ბენეფიციარებს დაფინანსება გაეზარდათ
16-01-2019, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2019 წელს სოციალური პროგრამების ბენეფიციარები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ვიდრე გასულ წელს.

 


პირველი ჯგუფის უსინათლოები ყოველთვიურად, 25 ლარის ნაცვლად, 35 ლარს მიიღებენ. საერთო ჯამში, ამ პროგრამის დაფინანსება 9 000 ლარით გაიზარდა.

 


55 ათასი ლარით მოიმატა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამამ, რომლითაც მოსარგებლე ოჯახებს 200 ლარით დაეხმარებიან. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტია 215 ათასი ლარი.

 

 

7 000 ლარით გაიზარდა ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება. ამ დაავადების მქონე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ყოველწლიურად 150 ლარს იღებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 


ასევე გაიზარდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამის თანხა.

 


გარკვეული ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამაშიც. თანადაფინასების მოცულობა, ახალი წესით, პაციენტის ასანაზღაურებელი თანხის მიხედვით განისაზღვრა _ თუ მოქალაქეს სამედიცინო მომსახურებისთვის საკუთარი ხარჯით 1000 ლარამდე თანხა აქვს ასანაზღაურებელი, მუნიციპალიტეტი მას 50%-ს დაუფარავს, 1000-დან 4000-მდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში _ 500 ლარს, ხოლო 4000-დან ზემოთ _ 1 000 ლარს.

 


ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამაშიც, რომელსაც დაემატა ახალი ქვეპუნქტი და ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი 600 ლარს მიიღებს.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, 11 სოციალური პროგრამა მოქმედებს. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში 782 500 ლარია გათვალისწინებული.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი