ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოწინაამდეგე ქართველ „მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ან რუსეთის აგენტია ან ინსტინქტურად და ემოციურად პრო-რუსია“.
„ვინც ეკლესიაში (და მის გარეთ) უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების წინააღმდეგია, იშველიებს არგუმენტს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ავტოკეფალიას აღიარებს.
ეს არგუმენტი მე ძალიან სუსტი მგონია, მაგრამ თუნდაც ის უფრო ძლიერი იყოს, სინამდვილეში ეს ფაქტორი არ არის გადამწყვეტი.
რეალური მიზეზი არის ის, რომ მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ან ამ სიტყვის ყველაზე ძველი და პრიმიტიული აზრით რუსეთის აგენტია, ანუ რუსეთზე მუშაობს და ამაში ფულს იღებს, ან ინსტინქტურად და ემოციურად პრო-რუსია. სათქმელად რა აქვს, მეორეხარისხოვანია“, წერს „ფეისბუქზე“ პროფესორი ნოდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.