ვანის მერიაში მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში ოთხშბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი უძღვებოდა.
თათბირზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგიც.
მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კვლავ განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი და განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობის საერთო კრებები ჩატარდება, სადაც მოხდება ინიცირებული პროექტების განხილვა და პრიორიტეტულის გამოვლენა.
აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ვანის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 285 000 ლარი გამოიყოფა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 4-13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.