გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კალინინოსა და ნაგებში შიდა გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „იბერია“ ასრულებს, სამუშაოების ჯამური ღირებულება 683 588 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, სოფელ კალინინოში მოასფალტდება გზის 3 650 მეტრიანი მონაკვეთი, ხოლო სოფელ ნაგებში 1 488 მეტრიანი მონაკვეთი.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.