საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ანდრო ბარნოვის ე.წ საზღვართან, ქართული დროშების ჩამოხსნის გამო გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა და მის ქმედებას "სამარცხვინო" უწოდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, ბარნოვი ცდილობდა, რომ თავი პატრიოტად წარმოედგინა.
ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ ბარნოვს კოდორის ხეობიდან გამოქცევა შეახსენა და განაცხადა, რომ მან და იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხეობა სამარცხვინოდ მიატოვეს.
“ანდრო ბარნოვი დღეს მოიქცა სამარცხვინოდ, ის ცდილობდა თავი წარმოეჩინა პატრიოტად და იქცეოდა გაუაზრებლად. შეეცადა ჩვენი პოლიციის რეპუტაცია შეელახა. უმოქმედობაში რომ ადანაშაულებს ჩვენს ხელისუფლებას, რა უნდა გაგვეკეთებინა, იარაღი გამოგვეყენებინა? ბარნოვი და მისი ხელისუფლება არ იყო, კოდორის ხეობა რომ სამარცხვინოდ მიატოვეს, დროშები და ყველანაირი ტექნიკა, შეიარაღება დატოვეს და გამოიქცნენ იქედან”? – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დაბლა მოცემულ ვიდეოში კი ბარნოვის კონფლიქტისპირა ზონაში ქართველ პოლიციელთან კამათის ამსახველი მასალაა მოცემული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.