მამუკა ბახტაძე: „უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი“
16-01-2019, 23:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას“, განაცხადა იაშვილის კლინიკიდან გამოსულმა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

 


„იაშვილის კლინიკაში 6 პატარა პაციენტს ვმკურნალობთ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან პატარები და შემდეგ უკვე დილით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახებში დაბრუნების შესახებ. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელიც იაშვილის კლინიკაში მისვლამდე დიდ დიღომში უბედური შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა.

 

 

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

 

 

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

 

 

დიდ დიღომში კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-ამდე გაიზარდა მას შემდეგ რაც „იმედის“ კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადაყავნილი 4 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა.

  

 

„კორპუსი უკვე მთლიანად ევაკუირებულია. ამ დროისთვის არავის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ერთი ადამიანი იყო ნანგრევებში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა“, უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ. 

  

 

აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მოხდა. კორპუსის მცხოვრებთა განცხადებით, დღის განმავლობაში საცხოვრებელ კორპუსში დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა კომპანიის თანამშრომლებმა საშიში ვერაფერი შენიშნეს და უკან გაბრუნდნენ. რამდენიმე საათში კი კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. 

 

 

უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი