ვერეს ხეობაში გამავალი ავტომაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის დროებით აღდგენის რეკომენდაცია გაცემულია
17-07-2015, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის განცხადებით, სპეციალისტებმა მერიას ვერეს ხეობაში გამავალი ავტომაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის დროებით აღდგენის რეკომენდაცია მისცეს.


როგორც გიგა ბათიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დედაქალაქის ხელმძღვანელობას სპეციალისტებთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა და გამომდინარე იქედან, რომ მდინარე ვერეს ხეობაში გამავალი მაგისტრალია ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქუტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე მასზე უარის თქმა არასწორი იქნებოდა.


"მოდის სექტემბერი, სწავლის დაწყების, მოსახლეობის რეგიონებიდან თბილისში დაბრუნების პერიოდი, თუ ამ დროისთვის გზა არ იქნება ამუშავებული, ამან შესაძლოა სატრანსპორტო სისტემაში ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ამდენად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქალაქიც დაეთანხმა, რომ მოშლილი მონაკვეთი იყოს დროებით აღდგენილი, რათა შეიძლებოდეს მოძრაობის გაცოცხლება მაინც. დამუშავდეს ახალი პროექტი მთელი თბილისის მონაკვეთზე მდინარე ვერეს მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, როგორი უნდა იყოს ღონისძიებები", - აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, იყო რეკომენდაციები, რომ ძირითადი ყურადღება გადატანილი ყოფილიყო თბილისის ზევით, მდინარე ვერეზე რამდენიმე კაშხლის აშენებაზე, რომელიც წყალდიდობის დროს წყლებს დააგუბებდა, მაგრამ არქიტექტორის განმარტებით, ქრესტომატიული გადაწყვეტილება არსებობს, რომ ქალაქების თავზე დამბები არ აშენდეს, რადგან რისკის ფაქტორი მაინც რჩება.


გიგა ბათიაშვილის თქმით, მდინარე ვერეს ხეობაში სასიგნალო აპარატურის დაყენება ძალიან ოპერატიულად მოხდა, რომელიც მდინარის ქცევას გვამცნობს.


არქიტექტორის ინფორმაციით, თვის ბოლოს, სხვადასხვა ჯგუფებმა თბილისის გენგეგმის შესაქმნელად კონცეფცია უნდა წარადგინონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი