უამინდობის გამო დაბა ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ავტომანქანაა გაჩერებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს
17-01-2019, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა უკვე რამდენიმე დღეა აკრძალულია. დაბა ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით მანქანაა გაჩერებული.

 


დღეს, ადილზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. მათ გაჩერებული ავტომანქანების მგზავრები მოინახულეს და მიიღეს გადაწყვეტილება 50 კაცზე გათვლილი კარვის განთავსების შესახებ, სადაც მგზავრები მოახერხებენ გათბობას და ცხელი საკვების მიღებას.

 

 

 


გუშინ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, უამინდობის გამო გზაში დარჩენილ მგზავრებს საკვები პროდუქტი დაურიგდა. ასევე, არასრულწლოვანი ბავშვები მშობლებთან ერთად განთავსებულნი არიან საოჯახო ტიპის სასტუმროში.

 

 

მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

 

 

მიმდინარეობს მუშაობა, რათა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დროულად დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები და მგზავრებმა შეძლონ გადაადგილება.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი