წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფელ საყულიაში, რიონში, ჩუნეშსა და ოფშკვითში ჩატარდა.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა 352 ათას ლარს შეადგენს. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით გადაწყდება რომელი პროექტების განხორცილებაა ამ ეტაზე პრიორიტეტული. მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, ჩვენ ერთად შევძლებთ ბევრი მნიშნელოვანი პროექტის განხორცილებას, რაც სასიკეთოდ აისახება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოფლის განვითარებაზე“, განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

სოფელ ოფშკვითში და საყულიაში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა გარე განათების ქსელის მოწყობის, ხოლო სოფელ რიონსა და ჩუნეშში მზა ბეტონის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.