ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში საპროექტო წინადადებების შერჩევის კონსულტაცია დაიწყო. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნას.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საპროექტო წინადადებების შერჩევის ეგიდით გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი დაესწრო.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრაში სოფელ განძის 230 ამომრჩეველი მონაწილეობდა. „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ხმების უმრავლესობით სოფ. განძის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებამ გაიმარჯვა.
დაწვრილებითი ინფორმაცია 2 დღეში დაიდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ninotsminda.ge -ზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.