პირადად მე მაკავშირებენ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან, რაც სრული სიცრუეა, - განაცხადა თბილისი მერმა კახა კალაძემ. მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუ ბრალდებებით ცდილობს პოლიტიკური სპეკულაციების გავრცელებას.
„როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რა თქმა უნდა ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, თუმცა სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ. ამ ფაქტმა, ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი. ორი დღის განმავლობაში არ წყდება ზარები, შეტყობინება, ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს, მზადყოფნას, დაეხმარონ დაზარალებულ ადამიანებს სხვადახვა ფორმით, ზოგი საკუთარი საცხოვრებელი ფართით, ზოგი საკვებით და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანადგომა ასეთ რთულ მომენტში... თუმცა, სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო თუ პოლიტიკური მოტივით, მე უფრო ორივე მგონია, ცდილობენ ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას, აქვთ მცდელობა დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა ამ ადამიანებს არ მივცემთ საშუალებას მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, მათი მცდელობა რომ მოსახლეობას მიაწოდონ ცრუ ინფორმაციები, არ გამოვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე.
„მაგალითად, გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში - ეს ძირითადად სიახლე არ არის, ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, ვიცით ჩვენ, არაერთხელ გამოგვიჭერია ტყუილებში - გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს, თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ, რაღაც გაუგებარ, ვითომდა კორუფციულ სქემას - თითქოს, შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის თითქოს რაღაც კორუფციული სქემა.
„მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან თემას გავუსვა ხაზი. პირველი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან.
„მე მინდა ავხსნა ზოგადად, როგორ ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. არიქტექტურის სამსახური, რომელიც გასცემს სამშენებლო ნებართვას, შემდეგ როდესაც დასრულდება იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს და ასე ხდება მიღება ექსპლუატაციაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შენობას, სადაც სამწუხაროდ აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორებული იქნა და შემოაბრუნეს ისევ მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობა“, განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.