კახა კალაძე: „როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს“
18-01-2019, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიდ დიღომში 16 იანვარს საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების დეტალებზე განცხადების გაკეთებისას.

 


„რა თქმა უნდა ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, თუმცა სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ. ამ ფაქტმა, ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი. ორი დღის განმავლობაში არ წყდება ზარები, შეტყობინება, ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს, მზადყოფნას, დაეხმარონ დაზარალებულ ადამიანებს სხვადახვა ფორმით, ზოგი საკუთარი საცხოვრებელი ფართით, ზოგი საკვებით და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანადგომა ასეთ რთულ მომენტში“, აღნიშნა დედაქალაქის მერმა, რომელმაც ასევე მადლობა გადაუხადა იმ სასტუმროების მფლობელებს, ვინც დაზიანებული კორპუსის მცხოვრებნი საფასურის გარეშე განათავსეს თავიანთ სასტუმროებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი