როგორც ჩანს, ისეთი დრო დაგვიდგა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ზოგადად ქართველმა პოლიტიკოსებმა, იქნებ მეზობელი და პარტნიორი სახელმწიფოს ხელმძღვანელისგან მაინც ისწავლონ, – ერის და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვა!... მოგეხსენებათ, რომ ივნისში, ალიევის აზერბაიჯანმა ბრწყინვალედ ჩაატარა გრანდიოზული სპორტული ასპარეზობა – "პირველი ევროპული თამაშები"! ამავდროულად, ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებთან მიმართებაში, აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი შენიშვნები და პრეტენზიები აქვს, რასაც ისინი არც მალავენ! ამასთან დაკავშირებით, კარგი ნიმუშია, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ერთ–ერთი ციტატა მისი საჯარო გამოსვლიდან, ილჰამ ალიევი: "გვჭირდება თუ არა ასეთი ინტეგრაცია ევროპაში? რა რანგში უნდათ აზერბაიჯანის მიღება იქ? როგორც მეორეხარისხოვანი წევრის, ასოცირებული წევრის თუ როგორც გვერდიდან მომაგრებული ქვეყნის. ასეთი ფორმატი ჩვენ არ გვინდა. იქ სადაც საჭირო იყო, ჩვენ ინტეგრაცია მოვახდინეთ. გავაკეთეთ ეს იმ წლებში, როცა სიტუაცია ევროპაში სხვაგვარი იყო. ვთვლი, რომ თუკი დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა, შესაძლოა არც შევსულიყავით ევროპის საბჭოში. რამდენჯერ შეიძლება აზერბაიჯანის შეურაცხყოფა? როდემდე შეიძლება გამოყენებული იყოს მცდელობები, რათა ჩვენ დაგვამცირონ? აზერბაიჯანთან დიქტატის ენით საუბარი არ შეიძლება, აზერბაიჯანთან შეიძლება მეგობრობა და პარტნიორობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მომავალშიც ამ მიმართულებით ვივლით"! დიახ, ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა, "მხოლოდ დემოკრატიულობით" და ბუნებრივი წიაღისეულის ფლობით (ნავთობი, გაზი და ა.შ.) არ გაიზომება და განისაზღვრება, არამედ – ეროვნული ღირსების გრძნობით და საკუთარი თვითმყოფადობის პატივისცემით!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.