დღევანდელი მერის განცხადება ცდება ადამიანურ სტანდარტებს და მან მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის. დღევანდელი ხელისუფლების ინსტინქტი არის გადაბრალება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილა მერმა გიგი უგულავამ კახა კალაძის დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
მისი თქმით, კალაძემ გამოავლინა პოლიტიკური ცვედნობა და ხელი გაიშვირა წინა ხელისუფლებისკენ.
„დღევანდელი განცხადება ქალაქის მერის, სამწუხაროდ სცდება ყველა ჯანსაღი აზრის სტანდარტებს, სცდება ადამიანობის ფარგლებს, სცდება სამსახურეობრივ მოვალეობას და სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანს ეფიქრა იმ გაჭირვებულ ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის და ჩვენ ვხედავთ იმ დაუსრულებელ სავაჭრო ნიშანს „ქართული ოცნების“ და ბატონი კალაძის, რომ მათი ინსტინქტი არის მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალება და მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ სანამ ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც სხვას აბრალებს და ვერ იღებს პასუხისმგებლობას, მანამდე ჩვენ წინ ვერ წავალთ, მანამდე პრობლემები ვერ მოგვარდება.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ ბატონი მერისგან გაშვერილი ხელი, თითქოს 2009 წელს შეიცვალა კანონი და ამ კანონის საფუძველზე არ არის კავშირში ერთმანეთთან ექსპლუატაციაში მიღება შენობის და იქ კომუნალური სერვისების შეყვანა. დიახ, ეს ასეა, დიახ ეს სწორია და დიახ, ეს, უმრავლეს ქვეყნებში შენობის ექსპლუატაცია, არ არის დაკავშირებული კომუნალური სერვისების იქ შეყვანასთან და ეს სწორია და აქ უნდა დაესვა ბატონ კალაძეს წერტილი, მაგრამ მან, როოგორც მას სჩვევია, გამოავლინა პოლიტიკური ცვედნობა და კვლავ ხელი გაიშვირა წინა ხელისუფლებისკენ“, განაცხადა გიგი უგულავამ და დაამატა: „კახი კალაძე ვერასდროს ვერ მოუტანს დედაქალაქს სიკეთეს“.
„მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რა შეიცვალა 2009 წელს. 2009 წელს გაუქმდა ჯარიმები ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციამიუღებელ შენობებში ცხოვრობენ. ასეთი ადამიანი მართლაც არის ათიათასობით თბილისში და განსაკუთრებით დევნილები და მე მინდა ვკითხო ბატონ კალაძეს: ადამიანები, დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში, რომლებიც ვერ ირეგისტრირებენ საკუთარ ფართს და შესაბამისად, ვერ შეყავდათ კომუნალური სერვისები, დღესაც სასამართლოში მიდის ქსოვრელის ქუჩაზე დევნილების და ეკონომიკის სამინისტროს შორის დავა და მე იმედი მაქვს, რომ დევნილები გაიმარჯვებენ... ანუ თქვენ ამბობთ, რომ ექსპლუატაციამიუღებელ შენობაში, სადაც ადამიანი გაჭირვებისგან ცხოვრობს, კიდევ ჯარიმა უნდა დააკისრო, ანუ ღარიბი კიდევ უფრო მეტად უნდა გააღარიბო და თან ვიცით, რომ ეს ადამიანები ამ ჯარიმებს ვერ გადაიხდიან. რატომ ვატყუებთ საზოგადოებას?! კანონი კი არა, კანონის აღსრულების პრობლემაა. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, არც ერთ ასეთ დანაშაულზე გამოძიებას არავინ გამოუვლენია. ასეთ შემთხვევაში არც ერთ კომპანიას ფინანსური კომპენსაცია არ გაუწევია. ეს არის პრობლემა და არა კანონი, რომელიც 2009 წელს შეიცვალა“, განაცხადა უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.